Foto

თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ირანულ დრონებს იყენებენ, გულგრილი არ დავრჩებით - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ირანი ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ დარჩება,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა.

ირანის უმაღლესმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ირანის მზადყოფნა ამ საკითხზე უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვისთვის და განაცხადა, რომ მან ეს უკანასკნელ დღეებში მიაწოდა ევროპის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელს ჯოსეფ ბორელსაც.

„მე ხაზგასმით ვუთხარი ბატონ ბორელს, რომ თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით“,- განაცხადა აბდოლაჰიანმა

შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში რუსეთი უკრაინაში აქტიურად იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე დრონებს. თავად თეირანსა და მოსკოვში ამ შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდებას უარყოფენ.

20 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ გენერალსა და ერთ კომპანიას რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა.

19 ოქტომბერს ირანს, ამავე მიზეზით, სანქციები დაუწესა ევროკავშირმაც, ხოლო აშშ-მ კი მზადყოფნა გამოთქვა.