არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართული ოცნებიდან" ვიღაცები მიდიან და "ხალხის ძალა" არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, - ამის შესახებ პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებასთან არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირთან მიმართებაში პროპაგანდას უწყობდეს ხელს.
"რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნებიდან ვიღაცები მიდიან და ეს ხალხის ძალა არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე ესაა ქართული ოცნება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press