რიში სუნაკი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა, - აღნინულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, რიში სუნაკსა და მეფე ჩარლზ მესამეს შორის შეხვედრა ბუკინგემის სასახლეში უკვე შედგა და მას მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა.
გამოცემის ცნობით, ბოლო ერთ წელში ის ქვეყნის მესამე პრემიერ-მინისტრია და ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა გადადგომის შესახებ განცხადება 20 ოქტომბერს გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა: „ვაღიარებ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ შემიძლია იმ მანდატის შესრულება, რომლის გამოც ამირჩია „კონსერვატიულმა პარტიამ“.
აღსანიშნავია, რომ ლიზ ტრასი ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ვადით - 45 დღით იკავებდა აღნიშნულ პოსტს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press