რუსეთი სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ უკრაინაში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, შესაძლოა, ეს "ცრუ ოპერაცია" არ იყოს.
„ნება მომეცით განვაცხადო, რომ რუსეთი წარმოუდგენლად სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ ეს არის ცრუ ოპერაცია, მაგრამ ეს იქნება სერიოზული, სერიოზული შეცდომა“, – აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press