შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი,- ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას.
მისი თქმით, უკრაინა ყოველდღე ებრძვის ტერორისტებს, რომლებიც კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავენ ქალაქებს და ანგრევენ უკრაინელების სიცოცხლესა და ბედს.
"დღეს მორიგი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. ამის შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის - ორსული ქალი. სამი მსხვერპლი საავადმყოფოში მოათავსეს. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ. ანგარიშსწორება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში 25 ოქტომბერს მიიტანეს. რუსული რაკეტის ფრაგმენტები ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
დაფიქსირდა ორი გარდაცვალების ფაქტი: ორსული ქალი დაიწვა მანქანაში, ხოლო ოპერატორი გარდაიცვალა ბენზინგასამართ სადგურთან მდებარე ავტოსამრეცხაოზე. ასევე ცნობილია სამი დაჭრილის შესახებ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press