რუსი დამპყრობლები ხერსონის დატოვებას ვერ შეძლებენ, რადგან დნეპრის ყველა ხიდი უკრაინის ჯარების სახანძრო კონტროლის ქვეშაა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრისმა, ოლექსი რეზნიკოვმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტებისთვის ხერსონში დარჩენა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ქუჩის ბრძოლების გამართვა სიცოცხლისთვის საშიშია.
”მე არ მჯერა, რომ რუსები შეძლებენ ქუჩაში ბრძოლას. რადგან ეს არ არის მათთვის საუკეთესო ვარიანტი. ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ხიდს მდინარე დნეპერზე HIMARS-ის და სხვა არტილერიის გამოყენებით და მათთვის სარისკოა დარჩენა ხერსონში, რადგან მაშინ ისინი ვერ შეძლებენ გაქცევას "როგორც იზუმში", - განაცხადა რეზნიკოვმა.
რეზნიკოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უკვე მესამე ეტაპზეა.
"ეს არის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი გათავისუფლება. ომის პირველი ეტაპი იყო რუსული არმიის შეჩერება. მეორეზე კი მათ მოახერხეს სიტუაციის სტაბილიზაცია ფრონტის მთელ ხაზზე",- ამბობს რეზნიკოვი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press