რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარი ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
უკრაინის დაზვერვის აზრით, აღნიშნული სცენარის განხორციელება რუსეთის დასასრულის დასაწყისი იქნება.
"რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ეს არის შემაკავებელი იარაღი. თუ წარმოიდგინეთ, რომ პუტინი გაბედავს ბირთვული იარაღის გამოყენებას, მაშინ ეს არის ბოლო კოზირი და რა იქნება შემდეგ? შეწყვეტს თუ არა უკრაინა ბრძოლას? არა. გახდება თუ არა მსოფლიო უფრო დამთმობი პუტინის რეჟიმისა და სხვა რასისტების მიმართ? რა თქმა უნდა, არა. ეს იქნება მისი ფინალი", - აცხადებს ანდრეი იუსოვი.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიოს ბირთვული იარაღით დაემუქრა. ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას, ეს ბლეფი არ არის“.
ამასთან, რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ 23 ოქტომბერს საფრანგეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებს ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, "თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ის".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press