რადიკალური ოპოზიცია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აკეთებს პირდაპირ რუსულ საქმეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის განცხადებას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შორეული პერსპექტივაა.
როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
"ევროპაში ჩადიან და იქ ამბობენ, რომ სტატუსს ნუ მისცემთ საქართველოს, ხოლო საქართველოში როცა ჩამოდიან, ამბობენ, რომ საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს. ერთიც და მეორეც, ჯამში, გახლავთ საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს მომავლის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები...
რუსული საქმეა, როდესაც შენ საერთაშორისო მედიით გამოდიხარ და მთელ მსოფლიოს უმტკიცებ, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს; რუსული საქმეა, როდესაც შენ თავის დროზე ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდი; რუსული საქმეა, როდესაც აგირჩევს ოპოზიციაში საზოგადოება და პარლამენტში არ შედიხარ; რუსული საქმეა, როდესაც ევრორეკომენდაციების შემუშავების პროცესში არ მონაწილეობ", - აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ორმა წარმომდგენელმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში იმყოფებოდნენ, საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის მისია საქართველოში არ ჩამოვა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, შეფასება, რომლის წერაც მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება, სავარაუდოდ, ნეგატიური იქნება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press