პოლონეთის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას ტერორისტულად აღიარებს. - ამის შესახებ ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.
მათივე თქმით, დოკუმენტს მხარი ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.
"2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინასთან სასტიკი ომი წამოიწყეს, რომლის მიზანიც სუვერენული ქვეყნის რუკიდან წაშლა და უკრაინელი ერის განადგურებაა". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press