გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინას ორი ერთეული MARS II ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა საბრძოლო მასალით და 4 ერთეული Panzerhaubitzen 2000 ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარი გადაეცა.
შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ორი რეაქტიული სისტემისა და ოთხი ჰაუბიცის გადაცემის შესახებ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა.
შტაინმაიერმა შეხვედრისას უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ასე მიმართა:
„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს".
გერმანიის პრეზიდენტი უკრინაში 25 ოქტომბერს იმყოფებოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press