Foto

ოკუპანტებმა კიევის ოლქზე საჰაერო იერიში განახორციელეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს. unian-ის ცნობით, ამის შესახებ Telegram-ზე კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ დაწერა.

კულებას განცხადებით, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

"კიევის ოლქი. მტერი თავს დაესხა ოლქის ერთ-ერთ დასახლებას. ყველა სამსახური ადგილზეა. ხანძრის ლიკვიდირება მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან", - განაცხადა კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

unian-ის ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 17 ე.წ. კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს.