Foto

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ამოცანა უკრაინაში ომის გახანგრძლივება არ უნდა იყოს

ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინაში ომი. ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინის ომი ბევრ სფეროზე აისახება და ამას შესაბამისი ადეკვატური გამკლავება სჭირდება. 

„ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე. ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.