საქართველო იმართება როგორც საკუთარი ეზო. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ "მთავარი არხთან" განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელიდან გზავნილია, რომ ოლიგარქიზაცია უნდა დასრულდეს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია ევროკავშირის ფუნდამენტური ფასეულობებია და ეს არ ეხება პერსონალიებს. ნიკა გვარამია იქნება თუ ვინმე სხვა, ჩვენ გვაქვს დიდი შეშფოთება იმის გამო, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და ამ მოსამართლეებმა, ამ განათლებულმა ხალხმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ევროკავშირის წევრობისთვის დაბრკოლება იქნება. არამხოლოდ მთავრობა და პოლიტიკოსები არიან პასუხისმგებელნი ამ პროცესზე, ეს არის პასუხისმგებლობა ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი საჯარო მოხელის, რომელიც პასუხს აგებს კანონის უზენაერობასა და დემოკრატიაზე და ეს ეხება მედიის თავისუფლებას და იმ ადამიანებს, რომლებიც აკრიტიკებენ მთავრობას. ...მე ძალიან მიკვირს, რომ მთავრობაში გონიათ, რომ ჩვენთან ყველა ბრმა არის ევროკავშირში და ვერ ხედავენ რა ხდება საქართველოში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რა პროცესები მიდის საქართველოში და ვხედავთ, რომ მართლმსაჯულება ხდება იარაღი იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელონ თავისუფალ მედიაზე. და ეს ევროკავშირის სამომავლო კანდიდატობა არის პასუხისმგებლობა ასევე მოსამართლეების, რომლებმაც უნდა გამოიტანონ სათანადო გადაწყვეტილება. თუ არ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს სამომავლოდ, ეს იქნება ყველას ბრალი". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press