უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების იერიში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 რაიონში მოიგერიეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, იერიშის მოგერიება ბახმუტის, ანდრეევკას, ბელოგოროვკას, მარინკას, მაიორსკის და ა.შ. მიმართულებით მოხდა.
ბოლო 24 საათში, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 საავიაციო და ერთი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ასევე, 40-ჯერ მიიტანა იერიში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
უკრაინულმა ავიაციამ რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე 29 დარტყმა განახორციელა. დადასტურებულია, რომ 21 იერიში წარმატებული იყო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press