რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ამჯერად აცხადებს, რომ უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას არ გეგმავს, რადგან "აზრი არ აქვს".
თუმცა, როგორც პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ "ვალდაის" პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, "სანამ არსებობს ბირთვული იარაღი, არსებობს მისი გამოყენების რისკი".
„ჩვენ არ გვჭირდება ბირთვული შეტევა უკრაინაზე, აზრი არ აქვს – არც პოლიტიკური და არც სამხედრო“, - ამბობს პუტინი.
პუტინი ასევე ირწმუნება, რომ რუსეთს „არასოდეს უსაუბრია ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და მის განცხადებებს “დასავლელი პოლიტიკოსების სიტყვებზე" რეაგირებას უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს. სწავლება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press