Foto

ბაიდენი - თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს

თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვა არ აქვს, რატომ აგრძელებს ამ თემაზე საუბარს,- ასე გამოეხმუარა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ის არ აპირებდა ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში.

მისი თქმით, ამ მიდგომით პუტინი ძალიან საშიში იყო.

"თუ მას არ აქვს განზრახვა, რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ის ძალიან საშიში იყო ამ მიდგომით. მას შეუძლია ამ ყველაფრის დასრულება უკრაინიდან წასვლით”, - განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ბირთვულ თავდასხმას არ გეგმავს, რადგან "აზრი არ აქვს". 

უფრო ადრე კი, რუსეთის პრეზიდენტი და სხვა რუსი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ამასთან, 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან საუბრის დროს უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის” გამოყენების საფრთხეზე ისაუბრა.