Foto

ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე იმუშაოს

სომხეთი მზადაა, რუსეთის წინადადებების საფუძველზე აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე იმუშაოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი Twitter- ზე წერს.

ფაშინიანის თქმით, სომხეთი მზადაა, ეს სოჭში დაადასტუროს და იმედოვნებს, რომ რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს.

„სექტემბრის დასაწყისში სომხეთი დათანხმდა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების ძირითად პრინციპებსა და პარამეტრებზე მუშაობას და მზად არის, ამის სოჭში დასადასტურებლად. იმედი გვაქვს, რუსეთი საკუთარ წინადადებას მხარს დაუჭერს“, - წერს ფაშინიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის შეხვედრა სოჭში, 31 ოქტომბერს გაიმართება.