საქართველოს საპატრიარქო მედიის წარმომადგენლებს რეგულაციებს უწესებს. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოზი ამბობს, რომ მედიის შეზღუდვის მცდელობა კანონის ფარგლებში ხდება, შესაბამისად საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, ჟურნალისტებს ექნებათ გამოყოფილი სივრცეები, დასჭირდებათ აკრედიტაცია, რითაც გადაწყდება შეძლებენ თუ არა დასწრებას.
"სვეტიცხოველში რაც მოხდა, ბოლო სვეტიცხოვლობას ეს იყო ბოლო წერტილი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რაზეც ვიკავებდით თავს. უკანასკნელ წლებში, არც ერთ რელიგიურ გაერთიანებას არ შემქნია ისეთი წინააღმდეგობა, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიას. საპატრიარქოს არ მიუმართავს იმ კანონიერი საშუალებისთვის, რომელზეც შეუძლია პირმა ან ორგანიზაციამ ცილისწამების ან რეპუტაციული ზიანის შემთხვევაში მიმართოს.
ბოლო მოვლენები ცხადყოფს, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად ხდება სასულიერო პირებისთვის ინტერვიუზე მიმართვა მსახურების წინ. უარის მიღება კი, ჟურნალისტის გაღიზიანების საფუძველი ხდება. სასულიერო პირისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ წირვაზე შევიდეს აუღელვებლად. საპატრიარქო პატივს სცემს ნებისმიერ ჟურნალისტს და ამიტომაც, გამოვყავით სპეციალური სივრცე, მიუხედავად ამისა "ფორმულას" და "მთავარი არხის" ჟურნალისტებმა უარი განაცხადეს მათთვის გამოყოფილი სივრცე დაეკავებინათ და ამ ადგილს გალია უწოდეს. მეტიც, განაცხადეს რომ სასულიერო პირებს თმენის ვალდებულება აქვთ.
საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით მსგავსად სხვა უწყებებისა თუ ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ ვითარების შესაბამისი რეგულაციები საპატრიარქოს კუთვნილ სივრცეებში, რაც ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე აკრედიტაციის გამოყენების უფლებასაც გულისხმობს. ამრიგად, საპატრიარქო დაიტოვებს უფლებას გააკონტროლოს ჟურნალისტების დასწრების საკითხი", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press