ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს, რომელშიც მასთან კომენტარის ჩასაწერად მისული "იმედის" გადამღები ჯგუფი ჩანს.
გახარია "იმედს" მიმართავს და ტელეკომპანიისთვის მისაღებ ნებისმიერ ფორმატში საუბარს სთავაზობს.
"TV Imedi როგორც ჩანს, ბევრი კითხვა დაგიგროვდათ. დავსხდეთ თქვენს ეთერში და ვისაუბროთ პოლიტიკურ კორუფციაზე, ოლიგარქიაზე, იმაზე, თუ როდიდან დაიწყო ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება. ჩუმად სახლში დადგომას ასე სჯობს. ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ ფორმატში - გნებავთ იყოს დებატების ფორმატი, მეორე მხარეს ბიძინა ივანიშვილი დასვით, “ქართული ოცნების” ბოსები, ან თუნდაც მთლიანად ის, რაც "ქართული ოცნებიდან" დარჩა", - წერს გახარია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ცნობისთვის, გიორგი გახარია გუშინ, 27 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მოლდოველი ოლიგარქების, მათ შორის ვლადიმირ პლახოტნიუკის დასანქცირებას გამოეხმაურა.
გახარიამ Twitter-ზე დაწერა, რომ "კორუფცია და ოლიგარქია დემოკრატიის ყველაზე დიდი მტერია - ორივე უნდა დამარცხდეს საქართველოში".
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press