Foto

გერმანიის პრეზიდენტი - როდესაც ვუყურებთ დღევანდელ რუსეთს, ძველი ოცნებებისთვის ადგილი აღარ რჩება

უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მოსკოვთან გერმანიის ურთიერთობაში "ეპოქალური ბზარი" გააჩინა, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.

შტაინმაიერის თქმით, ამ ომმა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხაილ გორბაჩოვის ოცნება „საერთო ევროპულ სახლზე“ დაანგრია.

„როდესაც ჩვენ ვუყურებთ დღევანდელ რუსეთს, ძველი ოცნებებისთვის ადგილი აღარ რჩება. ჩვენი ქვეყნები დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ დგანან. ამ ყველაფერმა გერმანიაც სხვა რეალობაში ჩააგდო, დაუცველობაში, რომელიც გვეგონა, რომ დავძლიეთ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.

შეგახსენებთ, გერმანიის პრეზიდენტი  25 ოქტომბერს უკრაინაში ჩავიდა. 

„მე გეთანხმებით თქვენ, რომ საჭიროა სამართლიანი მშვიდობა. მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შესაძლოა, ახალი ომი გამოიწვიოს“, - ასე მიმართა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრისას.

ვიზიტის დროს, ჩერნიგოვის რეგიონში, ქალაქ კორიუკოვკაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლაც მოუწია.