Foto

ინდოეთის ერთ-ერთ შტატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა

ინდოეთის დასავლეთში მდებარე შტატ გუჯარატში ფეხით მოსიარულეთა დაკიდული ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 141-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, დაღუპულთა უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შემთხვევისას ხიდი გადატვირთული იყო, რადგან იქ ხალხი დივალის ფესტივალს აღნიშნავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამხედრო და კატასტროფებზე რეაგირების ჯგუფები. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, ინდოეთში საფეხმავლო ხიდი, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ერთი კვირის წინ დასრულდა,  გუშინ, 30 ოქტომბერს ჩამოინგრა. 

მდინარე მაჩუზე 230 მ (754 ფუტი) სიმაღლის ხიდი აშენებულია ბრიტანეთის მმართველობის დროს, მე-19 საუკუნეში.