ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ ულტრამემარჯვენე მოქმედი პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო დაამარცხა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სილვამ ხმების 50.9% მიიღო.
როგორც BBC წერს, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა იმ პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წელს ჩატარებულ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში, ციხეში ყოფნის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო.
ლუის ინასიო ლულა და სილვა დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-თან ხელშეკრულებების სანაცვლოდ. მან ციხეში 580 დღე გაატარა, ნასამართლეობის გაუქმების შემდეგ კი, პოლიტიკურ ბრძოლას დაუბრუნდა.
"ისინი ცდილობდნენ ჩემ ცოცხლად დამარხვას და აი, მე აქ ვარ", - ასე დაიწყო ლუის ინასიო ლულა და სილვამ გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლა.
აღსანიშნავია, რომ ბოლსონაროსთან დაახლოებულმა დეპუტატებმა კონგრესში უმრავლესობა მოიპოვეს, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოქმედი პრეზიდენტი და მისი პოლიტიკა მკაცრი წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდება.
ლუის ინასიო ლულა და სილვა, რომელიც 77 წლისაა, ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობას 2003-2010 წლებში იკავებდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press