რუსეთის ფედერაციამ დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა. რამდენიმე რაიონში ისმოდა აფეთქებების ხმა, იყო დარტყმები ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. აღნიშულის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კიმმი ავრცელებს.
საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ყველა რაიონშია გამოცხადებული.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო ამტკიცებს, რომ არსებობს ინფორმაცია უკრაინის თავზე მტრის 40 რაკეტის გაშვების შესახებ.
მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ხაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში.
ცნობისთვის, გასული დღის განმავლობაში, რუსმა დამპყრობლებმა ნიკოლაივში, ხერსონში, ხარკოვში და უკრაინის სხვა რაიონებში 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press