Foto

კიევში აფეთქებების ხმა ისმის

კიევში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. ადგილზე მუშაობს საჰაერო თავდაცვა. თვითმხილველების თქმით, კიევსა და რეგიონში სულ მცირე 10 აფეთქება მოხდა.

უკრაინის თავდაცვა მოსახლეობას მოუწოდეს, იგნორირება არ მოახდინონ საჰაერო თავდასხმის შესახებ და დარჩნენ თავშესაფრებში, ვინაიდან არსებობს ახალი სარაკეტო შეტევის შესაძლებლობა. 

"საჰაერო თავდაცვა მუშაობს! ნუ იდარდებთ! დარჩით თავშესაფრებში და დაელოდეთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებას!",-  ნათქვამია შეტყობინებაში .

როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა. უკრაინელებს მოუწოდებენ, შეზღუდონ ელექტროენერგიის გამოყენება სისტემაზე ზეწოლის შესამცირებლად. 

ცნობისთვის, დილით, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მასიური დარტყმა განახორციელა. საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება ყველა რაიონშია გამოცხადებული.