რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო.
აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა. დედაქალაქის სამხედრო რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას განცხადებით, კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა.
როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა.
საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზეა გამოცხადებული.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press