ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
როგორც კულებამ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა, რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას "ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი".
"რუსული რაკეტების კიდევ ერთი პარტია მოხვდა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. ომის ველზე ბრძოლის ნაცვლად, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვის. ნუ გაამართლებთ ამ თავდასხმებს „პასუხის“ მოწოდებით. რუსეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ მას ჯერ კიდევ აქვს რაკეტები და უკრაინელების მოკვლის სურვილი", - წერს კულება.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა დილით უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში.
აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა.
როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ტუ-95/ტუ-160 სტრატეგიული თვითმფრინავიდან 50-ზე მეტი Kh-101/Kh-555 საკრუიზო რაკეტა გაუშვეს. მათგან 44 უკრაინამ ჩამოაგდო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press