რუსმა ტერორისტებმა რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით უკრაინის 10 რეგიონს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
როგორც შმიგალმა Telegram-ზე დაწერა, თავდასხმის შედეგად, 18 ობიექტი დაზიანდა.
"რუსმა ტერორისტებმა კვლავ მასიურად შეუტიეს უკრაინას. მათი მიზანია არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა. რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით 10 რეგიონს დაარტყეს, სადაც 18 ობიექტი დაზიანდა. მათი უმეტესობა ენერგეტიკული ობიექტია.
7 რეგიონში ასობით დასახლებას ელექტროენერგია შეუწყდა. შედეგები შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო, მაგრამ საჰაერო თავდაცვის ძალების გმირული და პროფესიული მუშაობის წყალობით, ჩვენს ტერიტორიაზე გასროლილი 50-ზე მეტი რაკეტიდან 44 ჩამოვაგდეთ. მადლობა მებრძოლებს, რომლებიც იცავენ ჩვენს ცას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიში დილით მიიტანეს. აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში, ხარკოვში, ვინიცაში, ჩერკასში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკში.
აფეთქებების ხმა დედაქალაქ კიევში დილის 08:00 საათზე გაისმა.
როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად დედაქალაქის ნაწილი ენერგეტიკის გარეშე დარჩა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press