ყარაბაღის კონფლიქტი როდისმე უნდა დასრულდეს, მე ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში სომხეთის პრეზიდენტთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე განაცხადა.
რუსული პროპაგანდისტული მედიის "რია ნოვოსტის" ცნობით, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.
„ჩვენ ვხედავთ ჩვენი კოლეგების მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და ყარაბაღის გარშემო. ეს კონფლიქტი უკვე ათობით წელია გრძელდება, ასე რომ, როდისმე უნდა დასრულდეს, ეთანხმებით ამას? მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება და ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა სოჭის სანატორიუმ „რუსში“ დღეს გაიმართა. დღესვე დაგეგმილია რუსეთ-სომხეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი სამიტი, რომელზეც ლიდერები ყარაბაღში სიტუაციის დარეგულირებაზე იმსჯელებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press