წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით მათ ეშველებათ. - ამის შესახებ „ქართული ოცნების", ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების არავის ეშინია.
"რა არის მიკერძოებული კრიტერიუმი, ოპოზიციამ ჯერ ვერ თქვა. სამაგიეროდ, მათ პირდაპირ თქვეს ის, რაც თავიდანვე აწუხებდათ. ეს არის პოლიტიკური ტრავმა, რომელიც მიიღეს 2012 წელს და პოლიტიკური შურისძიების სურვილი, როგორმე შური იძიონ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, ვინც ისინი გაისტუმრა.
მე სანქციებზე ბევრჯერ გითხარით თქვენ, არავის არ ეშინია არცერთი უსამართლო სანქციის. სანქციებს აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის სამართლიანია, შესაბამისად, ვინც ამაზე ნერვიულობს, ეს არის "ნაციონალური მოძრაობა", რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად გვახსოვს, ეს არის წყალწაღებულები როდესაც ხავსს ეჭიდებიან, და ჰგონიათ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სანქციის შემოღებით, მათ ეშველებათ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოს, მათ შორის დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press