მადლიერი ვარ ალიევის შეფასებისთვის, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს უნდა ისაუბრონ არსებულ ვითარებაზე და გამონახონ გზები ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემების მოსაგვარებლად.
„მადლობა, რომ ჩამოხვედით სოჭში. როგორც ვხედავ, ამ შეხვედრის მიზანი არის 2020-2021 წლებში მიღწეული შეთანხმებების შესრულება. თქვენ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონფლიქტის დარეგულირებაში და ახლა ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტი საკუთარ მისიას ასრულებს, როგორც უნდა აკეთებდეს. თქვენი შეფასებებისთვის მადლიერი ვარ. დღეს კი უნდა ვისაუბროთ არსებულ სიტუაციაზე და გამოვნახოთ გზები იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსნეებთ, რომ ვლადიმერ პუტინი ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press