ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის დეკლარაციას ხელი მოაწერეს. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
მათივე თქმით, დოკუმენტის ხელმოწერით ჩეხეთის მხარემ დააფიქსირა უკრაინის მიერ ნატო-ს წევრობის მოპოვების პერსპექტივისადმი მხარდაჭერა.
"ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელსაც უკრაინა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად აწერს ხელს. უკრაინა იმუშავებს, რომ ამგვარი ერთობლივი დეკლარაციები ნატო-ს წევრ სხვა სახელმწიფოებთანაც გაფორმდეს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press