დროა, მსოფლიომ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი მიანიჭოს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
როგორც რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რუსეთთან მიმართებაში, მსოფლიო უნდა მოიქცეს ისე, როგორც ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ევროპის საპარლამენტო ასამბლეა მოიქცა.
„რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო-უპილოტო დარტყმებს განაგრძობს. მათ არ ერიდებათ, იყვნენ დე ფაქტო ტერორისტული სახელმწიფო. დროა, მსოფლიომ მიანიჭოს სათანადო სამართლებრივი სტატუსი და მოეპყრონ მას ისე, როგორც ეს გააკეთეს ლატვიამ, ესტონეთმა პოლონეთმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press