რუსი ოკუპანტები სამხრეთ უკრაინაში მცხოვრებლებს სახლებიდან იძულებით ასახლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ხერსონის ოლქის სოფელ კახოვკაში, დნეპრის ნაპირას მდებარე სახლებიდან მოქალაქეებს იძულებით ასახლებენ.
სკადოვსკის რაიონის სოფელ ნოვოჩერნომორიეში რუსი სამხედროები ახორციელებენ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას მშვიდობიანი მოქალაქეებზე. მათ აძევებენ საკუთარი ტერიტორიიდან", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები სამოქალაქო საცხოვრებლების გარშემო საინჟინრო სიმაგრეებს აწყობენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press