Foto

„არ ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან“ - რუსი მილიარდერი, ოლეგ ტინკოვი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

რუსი მილიარდერი, ოლეგ ტინკოვი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ბიზნესმენმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ინსტაგრამზე დაწერა და გამოაქვეყნა 26 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლას ადასტურებს.

ტინკოვი გმობს "პუტინის ფაშიზმს" და იმედოვნებს, რომ მას სხვა რუსი ბიზნესმენებიც მიბაძავენ.

„არ შემიძლია და არ ვიქნები ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი თავის მშვიდობიან მეზობელთან. იმედი მაქვს, რომ ცნობილი რუსი ბიზნესმენები გამომყვებიან. ეს დაასუსტებს პუტინის რეჟიმს, მის ეკონომიკას და ის საბოლოოდ დამარცხდება”, - აცხადებს ოლეგ ტინკოვი.