''ოცნების'' მმართველობის პერიოდში, ეკონომიკამ 15 მილიარდი ლარი დაკარგა და რომ არა, აღნიშნული მმართველობა, დღეს მოქალაქე ორჯერ უფრო მდიდარი იქნებოდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების მთელი ეს "ეკონომიკური კრახი", შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი,
"ხელისუფლება დაუღალავად გვიმტკიცებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განიცდის უპრეცედენტო წინსვლას, თუმცა ავიწყდება ეკონომიკური წინსვლა არის ის, რასაც მოქალაქეების უმეტესობა საკუთარ ჯიბეზე გრძნობს. სხვა ყველაფერი - ციფრებით მანიპულირება და თვალებში ნაცრის შეყრაა. რუსული ოცნება გვესაუბრება ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდაზე, მაშინ როდესაც 2023 წლის დაგეგმილი ზრდა 5 %-ია და ეს მაშინ, როცა ბოლო ორ წელში ფასების ზრდამ, დაახლოებით, 25% შეადგინა. რა ნიშნავს ეს? ჩვენ რომ გვაქვს სუ ოდნავ მეტი ფული, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერი, რისი ყიდვაც გვიწევს, ბევრად უფრო ძვირი ღირს. ღარიბაშვილი თავს გვაწონებს 10%-იანი ზრდით და ამ დროს, ჩვენ მეზობელ სომხეთში ეკონომიკური წლიურ ზრდა იქნება 13%. შორეულ კონტინენტებზე პოულობს ქვეყნებს ქვეყნებს და მას ედრება და მეზობელი ქვეყნები არ ახსენდება. ღარიბაშვილმა ისეთი სურათი დახატა, თითქოს მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვნატრის. ეს არის ტიპური მანიპულაცია. ე.ი ქართული ოცნების მმართველობის ათწლიან პერიოდში ეკონომიკა რეალურად გაიზარდა მხოლოდ 15 მილიარდი ლარით, რაც ძალიან ცოტაა. საშუალო წლიური ზრდა "ოცნების" პერიოდში იყო მხოლოდ 4,1 პროცენტი. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში არსებული ზრდა (6,24 პროცენტი საშუალოდ წლიურად) რომ შენარჩუნებულიყო დამატებით ერთი ამდენით, ანუ დაახლოებით 15 მილიარდით გაიზრდებოდა ქვეყნის ეკონომიკა. ფაქტობრივად, ოცნების მმართველობის დროს დავკარგეთ 15 მილიარდი ლარი და თუ კი ნომინალური მშპ-ის მიხედვით ვიმსჯელებთ, დაახლოებით 40 მილიარდი დააკლდა ქვეყნის ეკონომიკას. რომ არა ხელისუფლების მთელი ეს ეკონომიკური კრახი, შემცირდებოდა მიგრაცია, დღეს პენსია იქნებოდა დაახლოებით 600 ლარი, საშუალო ხელფასი 3000 ლარი, ქვეყანას არა თუ არ დატოვებდა ათეულ ათასობით ადამიანი, არამედ ბევრი ჩვენი თანამემამულე დაბრუნდებოდა უკან და არც სახელმწიფო ვალი გაიზრდებოდა ამ ზომით",- განაცხადა მელიამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press