საბერძნეთში, ევიასა და ანდროს კუნძულებს შორის, ღამით თურქეთიდან შესული მიგრანტების ნავი ჩაიძირა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნავზე, დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა.
სანაპირო დაცვა აცხადებს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი საბერძნეთის დედაქალაქის აღმოსავლეთით მდებარე დაუსახლებელ კლდოვან კუნძულზე იპოვეს.
უგზო-უკვლოდ დაკარგული ათობით მიგრანტის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში ვერტმფრენი, სანაპირო დაცვის საპატრულო კატარღა და ორი გემი მონაწილეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press