რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, პოლტავაზე დრონებით იერიში მიიტანეს. პოლტავას რაიონში დღეს დილით 3 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო 4 სამოქალაქო ობიექტებს დაეცა. აღნიშნული ინფორმაცია პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრო ლუნინმა "ტელეგრამის" არხზე გაავრცელა.
ლუნინის განცხადებით, რაიონულ ცენტრში აფეთქებები მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა.
"ადგილზე მაშველები მუშაობენ. ჯერჯერობით მსხვერპლი არ არის“, - თქვა ლუნინმა.
თავდასხმები დაადასტურა პოლტავას მერმა, ალექსანდრე მამაიმაც.
"ამ ღამეს პოლტავას ოლქს თავს დაესხა დრონები. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - დაწერა მან Telegram-ზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press