არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს, - ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.
როგორც ჯონსონმა ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია, აღნიშნული ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ყველა არსებულ მოკავშირეს დაკარგავს.
„არ მგონია, რომ ის [პუტინი] ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გიჟი უნდა იყოს, ეს რომ გააკეთოს. ეს იქნება რუსეთის განცხადება ცივილიზებული ერების კლუბიდან მისი სრული გასვლის შესახებ და კატასტროფაა მისი ქვეყნისთვის. ის დაკარგავს მოკავშირეებს მთელს მსოფლიოში და რაც მთავარია, ჩინელების მფარველობას.
ფიქრობ, უკრაინის ომი ყველასგან მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას და გამძლეობას, მაგრამ აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ საბოლოოდ სიკეთე გაიმარჯვებს, უკრაინელები მოიგებენ - ეს კარგს და ცუდს შორის განსხვავებას ჰგავს", - უთხრა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Sky News-ს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press