Foto

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იონჰაპი“ სამხრეთ კორეის სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სამხრეთ კორეის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ სოკჩოსთან ახლოს ზღვაში ჩავარდა, კიდევ ერთი რაკეტა კი, კუნძულ ულინდონიდან 160 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ საჰაერო თავდასხმის განგაში გამოაცხადა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

ფხენიანის ქმედებები დაგმო იაპონიის ხელისუფლებამ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორეის ნახევარკუნძულზე მზარდ დაძაბულობასთან დაკავშირებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას აპირებს.