ისრაელში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" ლიდერობს.
ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე ბლოკს ოპონენტებთან შედარებით მანდატების მცირე უმრავლესობას აქვს.
„ჩვენ ახლოს ვართ დიდ გამარჯვებასთან“, - უთხრა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა თავის მხარდამჭერებს.
უახლოეს საათებში მოსალოდნელია ოფიციალური შედეგები, რომლებსაც შესაძლოა განსხვავებული შედეგი მოჰყვეს.
მისმა მთავარმა კონკურენტმა, ამჟამინდელმა პრემიერ მინისტრმა იაირ ლაპიდმა თქვა, რომ "არაფერი" ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
ბენიამინ ნეთანიაჰუ არის მტკიცე მხარდამჭერი ისრაელის დასახლების მშენებლობის პროექტის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც ოკუპირებულია 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ. იქ დასახლებები საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოდ ითვლება.
ის ასევე ეწინააღმდეგება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას დასავლეთ სანაპიროზე და ღაზას სექტორში. აღსანიშნავია, რომ ამ ფორმულას მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობა, მათ შორის ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ში.
ყოფილი პრემიერი ასევე ამჟამად სასამართლოში იმყოფება სავარაუდო მოსყიდვის, თაღლითობისა და ნდობის დარღვევისთვის - ბრალდებებს ის კატეგორიულად უარყოფს.
ისრაელის ტელევიზიის ეგზიტპოლების მიხედვით, ნეთანიაჰუს ბლოკი 120 ადგილიან ქნესეტში (პარლამენტში) 61 ან 62 ადგილს დაიკავებს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press