დღეს ჩვენ ვნახეთ ე.წ. მოსამართლეები ე.წ. პროცესზე, - ასე ეხმაურება "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მეუღლე სოფო ლილუაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩება.
როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, კონკრეტული საქმის მოსამართლეები საერთაშორისო საზოგადოებისგან სათანდო პასუხს მიიღებენ.
"მე სხვა იმედი არ მქონდა. გეტყვით იმას, რომ ბრძოლა გრძელდება. ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და აუცილებლად მოვიპოვებთ საბოლოო გამარჯვებას. მე ნამდვილად არ მშურს დღეს ამ მოსამართლების იმიტომ, რომ ვიცი, კონკრეტულად ეს მოსამართლეები მიიღებენ სათანადო პასუხს საერთაშორისო საზოგადოებისგან. ამიტომ, მხოლოდ წინ და მხოლოდ გამარჯვებისკენ. მათ თავიანთ სინდისთან არაფერი ესაქმებათ, ვერ ჩახედავენ თავიანთ შვილებს თვალებში, ისინი ვერ ჩახედავენ მომავალ თაობებს თვალებში და ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში ისეთებად, როგორებიც დღეს ვნახეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ მათი შვილებისთვისაც და მათი სინდისისთვისაც, მაგრამ მათ კარგი პასუხი არ ელოდებათ", - უთხრა ლილუაშვილმა "მთავარ არხს".
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ ინსტანციაში "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორის საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო და 24 ოქტომბერს დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 16 მაისს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press