Foto

კალაძე - არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, თუმცა თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, პასუხი უნდა აგოს

გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია, - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ. 

მეორეს მხრივ, კალაძემ დასძინა, რომ თუ ადამიანს დანაშაული აქვს ჩადენილი,  კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. 

"გამიჭირდება დეტალებში შესვლა, არავის ციხეში ყოფნა და არავის ციხეში წასვლა არ მიხარია და დარწმუნებული ვარ, ასეა ნებისმიერი ადამიანი, თუმცა თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, უნდა აგოს პასუხი",- განაცხადა კალაძემ. 

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. 

მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.