მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
როგორც მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილება ოლიგარქის ნების აღსრულებაა.
"სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება, სინამდვილეში ოლიგარქის ნების აღსრულება, ევროპას ნათლად და მკაფიოდ ეუბნება, რომ არაფრად მიაჩნია მათი რეკომენდაცია და მათი დიდი უმრავლესობის ნება - გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები. ამის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ახდენს საკუთარი ევროპული მისწრაფებების დეკლარირებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. საუბრობს ევროინტეგრაციაზე და პოლარიზაციის შემცირებაზე, სამოქალაქო თანხმობაზე. დიახ, სამოქალაქო თანხმობა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება არის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობის ნება, თუმცა მოსახლეობა არ არის პოლარიზებული, პირიქით არის ერთიანი ევროპულ მისწრაფებებში, თუმცა სამოქალაქო თანხმობა ვერ მოხდება პოლიტიკური ტყვეების არსებობის პირობებში. ისევე, როგორც ევროინტეგრაცია ვერ შედგება თავისუფალი მედიის დატყვევების პირობებში და პარალელურად. შესაბამისად, მოვუწოდებთ ქ-ონ სალომე ზურაბიშვილს, თუ მისი სიტყვები არ არის ლიტონი სიტყვები, თუ მას ნამდვილად სურს დეპოლარიზაცია და სამოქალაქო თანხმობის პროცესის რეალურად განხორციელება, გადადგას ერთადერთი სწორი და სამართლიანი ნაბიჯი - გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და დაუბრუნოს თავისუფლება ნიკა გვარამიას", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისივე თქმით, გვარამიას პატიმრობა ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ შეფერხებაა, რაც მელიას აზრით, საქართველოში ავტოკრატიულ-ოლიგარქიულ რეჟიმს ამყარებს.
"დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის განზრახ შეფერხება. საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლსობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი შესასრულებლად, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. "რუსული ოცნება" კი, ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას, იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და ამით ამყარებს ავტოკრატიულ-ოლიგარქიულ რეჟიმს საქართველოში", - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press