თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას, ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას ნიკა გვარამიას ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ,რომლის ბერკეტიც პრეზიდენტის ხელშია.
რაც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციას,რომლის მიხედვითაც საუბარია პოლიტიკური მართლმსაჯულების დევნის შეწყვეტაზე, კობახიძემ განაცხადა,რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მისთვის ჩალის ფასი აქვს.
“თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა, მაგალითად, იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა მას. ეს იყო არა მარტო პირადად ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაც და თუ ასეთ პირობებში პრეზიდენტის შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არა მგონია, რომ სწორი იყოს, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. მოსამართლეთა კოლეგიამ მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, სასამართლოს გადაწყვეტილება , რომელიც გვარამიას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, ძალაში დატოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press