რუსეთი უფლებას იტოვებს, გავიდეს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული. - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფნების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება.
„გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებებიდან იმ შემთხვევაში, თუ გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი პროცენტია“. - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი ბგამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press