ესპანეთი უკრაინას საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ქვემეხებსა და ჭურვებს გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ კიევში ესპანელ კოლეგასთან, ხოსე მანუელ ალბარესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა ესპანურ მხარეს მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
"ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით ხოსე მანუელთან და ჩვენს კოლეგებთან სხვა დეპარტამენტებიდან, რათა უკრაინამ ესპანეთიდან სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი რაც შეიძლება მალე მიიღოს.
ძალიან მიხარია, რომ ახალი პაკეტი უკვე არის, ის უკვე უკრაინისკენ გზაშია და უახლოეს პერიოდში ჩვენი სახელმწიფო საკუთარ თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს. ეს მოხდება მაშინ, როდესაც მიიღებს Aspide საზენიტო-სარაკეტო კომპლექსსა და მის რაკეტებს, Hawk საჰაერო თავდაცვის ოთხ სისტემას, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს, ქვემეხებსა და მათ ჭურვებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press