Foto

ოკუპანტები კრივი-რიჰს, ზაპოროჟიესა და ხარკოვს ე.წ. კამიკაძე დრონებით თავს დაესხნენ

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, კრივი-რიჰის ტერიტორიაზე ე.წ. კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანეს. 

კრივი-რიჰის მერი, ალექსანდრე ვილკული აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი სერიოზულად დაზიანდა.

"კამიკაძე დრონი" დაეჯახა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტს. მნიშვნელოვანი ნგრევაა. ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ზარალი ზუსტდება. ვიწყებთ აღდგენის სამუშაოებს", - წერს ვილკული Telegram-ზე.

უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა  ხარკოვში.

გუშინ, 2 ნოემბრის გვიან ღამით კი, ოკუპანტებმა ასევე იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე. თავდასხმა რეგიონული ცენტრის გარეუბანში განხორციელდა.

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, ყველა ე.წ. კამიკაძე დრონი განადგურებულია.