შვეიცარია უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად 100 მილიონ დოლარს გადარიცხავს.
უკრაინული მედია შვეიცარიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ დაფინანსება უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სასწრაფო რეაბილიტაციის პროექტებს მოიცავს.
„უკრაინასა და რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პროექტის გარდა, გამოყოფილია 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი(დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი). შვეიცარია ეხმარება კომპანიებს ენერგიის წყაროების და სათადარიგო ნაწილების შეძენაში; მონაწილეობს სარკინიგზო დამაგრების სისტემების შეკეთებაში (მძიმე ტვირთის გადასაზიდად, მაგ. როგორიცაა მარცვლეული) და ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულებს ზამთრისთვის მოსამზადებლად ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ქვეყანა, გენერატორების, ტუმბოების ან წყლის გამწმენდი ნაგებობების გადაცემით, უკრაინისთვის დამატებით დახმარებასაც გეგმავს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press