ფაქტიურად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიცია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღების მომხრე იყო, თუმცა ახლა კანონპროექტს მხარს აღარ უჭერს.
"ჯერ ხომ ითხოვდნენ - დეოლიგარქიზაცია და კანონპროექტი უნდა მივიღოთ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი და ითქვა, რომ აი, დიდი მოლოდინები გვაქვს ამ ინიციატივის შესახებ - უკრაინაზე ამბობდნენ, მაგრამ ჰოი, საოცრება! რადიკალური ოპოზიცია ახლა მხარს არ უჭერს.
მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია. ფაქტიურად, ამ კანონით თავი გაყვეს, როგორც იტყვიან - "კატამ თხარა თხარაო - ასე მოუვიდათ", - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press