Foto

ზარქუა - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით

ფაქტიურად “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან - „კატამ თხარა, თხარაო“ - ასე მოუვიდა ოპოზიციას. ახლა არ იციან რა ქნან და როგორ აიცილონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ ჟურნალისტებს უთხრა, ოპოზიცია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონის მიღების მომხრე იყო, თუმცა ახლა კანონპროექტს მხარს აღარ უჭერს.

"ჯერ ხომ ითხოვდნენ - დეოლიგარქიზაცია და კანონპროექტი უნდა მივიღოთ. ავდექით და უკრაინული მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც დასავლეთის მხრიდან არის მხარდაჭერილი და ითქვა, რომ აი, დიდი მოლოდინები გვაქვს ამ ინიციატივის შესახებ - უკრაინაზე ამბობდნენ, მაგრამ ჰოი, საოცრება! რადიკალური ოპოზიცია ახლა მხარს არ უჭერს.

მე მესმის მათი, რადგან ვინც ოპოზიციას აფინანსებს, კანონში წარმოდგენილი კრიტერიუმების მიხედვით პოტენციური ოლიგარქია. ფაქტიურად, ამ კანონით თავი გაყვეს, როგორც იტყვიან - "კატამ თხარა თხარაო - ასე მოუვიდათ", - განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.